Colored smoke bomb

…ანუ ფერადი კვამლის გრანატა. ამ რაღაცის დასამზადებლად დაგვჭირდება შაქარი, კალიუმის ნიტრატი, სოდა და ფერადი საღებავი. ნიტრატს და შაქარს ვურევთ ერთმანეთს და ფრთხილად ვაცხელებთ შაქრის გადნობამდე (ფრთხილად!), პროპორციები – 3 ნიტრატი : 2 შაქარი. როდესაც მივიღებთ ერთიან, დამწვარი შაქრის ფერ პასტას, ზედ ვამატებთ ცოტაოდენ სოდას (1:10), წვის შესანელებლად. საბოლოოდ კი ზემოდან ვამატებთ საღებავ ფხვნილს (აქ ზუსტად ვერ გავიგე რა საღებავი უნდა, Organic dye-ო და შეიძლება ჩვეულებრივი გუაშიც წავიდეს) და მთავარი მუშა ნივთიერება მზადაა.

ამ ფერად პასტას ვასხამთ ფორმაში, სავარაუდო ვარიანტია კარდონის მილი და შუაში ვარჭობთ ფანქარს. დაახლოებით ერთ საათში, როცა ეს ყველაფერი გაცივდება, ფანქარს ვიღებთ, წარმოქმნილ ნახვრეტში ვდებთ ფიტილს, ბომბს ვახვევთ იზოლენტაში და ჭერში ვდებთ, მანამდე დამზადებული სხვა ბომბების გვერდით.

ეფექტი და ვიდეოტუტორიალი შეგიძლიათ იხილოთ აქ, რა შეუძლია მას. მე პირადად ფრიად აღვფრთოვანდი მისი ეფექტურობით, დავამზადებ უახლოეს მომავალში და შედეგებს გამოვაქვეყნებ.

Direct link: http://www.youtube.com/watch?v=yuKN7dXIeR0

აქვე მეორე ვიდეოც, სადაც ძალიან მარტივად და ლამაზად არის ნაჩვენები როგორ უნდა დავამზადოთ ამ ბომბისთვის დეტონატორი (რგოლიანი :) ). დამატებითი მასალები – ერთი კოლოფი ასანთი, წვრილი რეზინის ზონარი და საწრუპავი. დანარჩენი – ძელო ტეხნიკი.

Direct link: http://www.youtube.com/watch?v=JFtv-Wh2x3Y

მასალის სისწორეზე და ინსტრუქციების შესრულებისას მიღებულ დაზიანებაზე პასუხს არ ვაგებ.

Tags: , , , , , , , , , , , , ,

10 Responses to “Colored smoke bomb”

  1. Secrets Says:

    კალიუმის ნიტრატი სად იშოვება?
    და ისა რაქვია, ფითილი?

    ისე მაგარი ბომბაა, ქუულ

  2. Secrets Says:

    კალიუმის ნიტრატი სად იშოვება?
    და ისა რაქვია, ფითილი?

    ისე მაგარი ბომბაა, ქუულ

  3. bigcrow Says:

    კალიუმის ნიტრატი აგრომაღაზიებშჳ იშოვება :)
    სასუქია ჩვეულებრივი…

    ფითილები სავარაუდოდ მონადირის მაღაზიებში :)
    თან მეორე ვიდეოშია აღწერილი ფითილის გაკეთება…

  4. bigcrow Says:

    კალიუმის ნიტრატი აგრომაღაზიებშჳ იშოვება :)
    სასუქია ჩვეულებრივი…

    ფითილები სავარაუდოდ მონადირის მაღაზიებში :)
    თან მეორე ვიდეოშია აღწერილი ფითილის გაკეთება…

  5. bochora Says:

    ამ კალიუმის ნიტრატის ყიდვა ყველასთვის ნება დართულია ? და რა მაინტერსებს სად უნდა ვიყიდო . ხო ვერ მეტყვით ზუსტ მისამართს

  6. bochora Says:

    ამ კალიუმის ნიტრატის ყიდვა ყველასთვის ნება დართულია ? და რა მაინტერსებს სად უნდა ვიყიდო . ხო ვერ მეტყვით ზუსტ მისამართს

  7. bigcrow Says:

    კი, ნებადართულია.
    სასუქია და შესაბამისად სასუქების მაღაზიაში უნდა იყიდო :)

  8. bigcrow Says:

    კი, ნებადართულია.
    სასუქია და შესაბამისად სასუქების მაღაზიაში უნდა იყიდო :)

  9. bigcrow Says:

    p.s. ვნი ჩააყლევა ეს თემა ასე?
    სხვა მეყენა, აშკარად…

  10. bigcrow Says:

    p.s. ვნი ჩააყლევა ეს თემა ასე?
    სხვა მეყენა, აშკარად…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s


Follow

Get every new post delivered to your Inbox.